NemoTe обратиться по имени
Суббота, 17 Сентября 2005 г. 12:47 (ссылка)
მეტ-ნაკლები დოზით ეგოისტები ვართ ყველა... მაგრამ მთავარი ისაა, გადაწყვეტილების მიღებისას რაა ჩვენთვის პრიორიტეტული - ჩვენი ეგოიზმი თუ სხვა... შინაგანი კულტურა, აღზრდა და ა.შ. ეგოიზმს აჩლუნგებს, მაგრამ... არადა, გაცილებით იოლია იქცეოდე როგორც ეგოისტი...
პატარა დაკვირვება - ჩემი ნიჭიერი მოსწავლეები, რომელთაც გაცილებით ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდი, ვიდრე იმათ, ვინც იგივე მასალას გაცილებით ძნელად ითვისებდა და მეტი ძალისხმევა მჭირდებოდა, გაცილებით მადლიერები იყვნენ, ვიდრე ეს უკანასკნელნი...
სულში ჩაგაფურთხებს ის, ვისაც ყველაზე ახლო მიუშვებ...
"რასაცა გასცემ, შენიაო" - ნათქვამია... ეს ალბათ ასეცაა...
მტკივნეული ის კი არაა, რომ სულში გაფურთხებენ, არამედ ის თუ ვინ გაფურთხებს... ტკივილის მოყენება ხომ მხოლოდ ყველაზე ახლობელ ადამიანს შეუძლია... გგონია, ეომ ყველაფერი ესმის, სინამდვილეში კი...
მოკლედ, მივედ-მოვედე რაცხას, გაიგებ იმედია ნაწილს მაინც ;)