ვარდები- საახალწლო სუფრის გასალამაზებლად (თანაც სამარხვოა)
მოვამზადოთ ფენოვანი ცომი..
მასალა 1 პორცია ფენოვანი ცომისთვის:
250 მლ. წყალი;
1 ს/კ არაყი;
1 ს/კ ძმარი;
1 ს/კ ზეთი;
მწიკვი მარილი;
4 ჭიქა ფქვილი(მაღალი ხარისხის);
2 შეკვრა მარგარინი(მცენარეულ ზეთებზე დამზადებული).
მომზადების წესი:
ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტები,მარგარინის გარდა, მოვათავსოთ ჯამში და მოვზილოთ ცომი. კარგად დავამუშაოთ ხელით,ისე რომ ელასტიური მასა მივიღოთ(ანუ დაახლოებით 20 წუთი მაინც უნდა ვზილოთ),შემდეგ ცომი გავყოთ ორ ნაწილად.
ავიღოთ 2 შეკვრა მარგარინი და თითო გავყოთ სამ თანაბარ ნაწილად.
სამუშაო მაგიდაზე მოვაყაროთ ცოტა ფქვილი და გავიყვანოთ ცომი თხლად,წავუსვათ მარგარინის ერთი ნაწილი,შემდეგ გადავკეცოთ კონვერტივით და შევდგათ მაცივარში ნახევარი საათი, ასევე ვაკეტებთ ცომის მეორე ნაწილსაც.ნახევარი საათის შემდეგ, ცომებს ისევ გავიყვანთ და გადავუსმევთ მარგარინის მეორე ნაწილებს,გადავკეცავთ და გავაჩერებთ მაცივარში ნახევარი საათი და ბოლოს კიდევ- მესამე ნაწილი,ისევ მაცივარში და 1 საათის შემდეგ მზად არის ფენოვანი ცომი.
ვაშლები დავჭრათ ძალიან თხელ ნაჭრებად, დავაწუროთ ლიმონი,მოვაყაროთ ვანილი,შაქარის პუდრა და ფრთხილად ავურიოთ.
ავიღოთ ცომის ერთი ნაწილი,გავყოთ შუაზე და ორივე ნაწილი გავიყვანოთ თხლად ფქვილმოყრილ მაგიდაზე. ერთი დავჭრათ ვიწრო ზოლებდ,მეორე კი, კვადრატებად(როგორც სურათზე ჩანს).
კვადრატებად გამოჭრილი ცომის ნაწილები ჩავაფინოთ პატარა კექსის ფორმებში,ხოლო ზოლებად დაჭრილ ცომის ნაწილებზე კი დავალაგოთ ვაშლის თხელი ნაჭრები,შემდეგ ფრთხილად გადავახვიოთ რულეტივით და მოვათავსოთ ფორმებში.
გამოვაცხოთ ღუმელში თავიდან 200 გრადუსზე,შემდეგ კი ცოტა დავუწიოთ.
გამომცხვარ ვარდებს თავზე მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა